среда, 1 августа 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო იმით რომ ვიმუშავეთ პროექტის შეფასება.და შეფასების მეთოდებსა სტრატეგიები. ავარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი სტრატეგიები.დროში გაწერილი შეფასება. პროექტის პრეზენტაცია ვისწავლე. შევავსე ჩემი პროექტის შეფასების გეგმა. snipping toolს გავეცანით და გამოვიყენეთ. გავიხსენეთ wordის ინსტრუმენტები.ეს იყო ის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რომელიც აუცილებელია პროექტის შექმნისა და განხორციელებისათვის.

воскресенье, 29 июля 2018 г.

                                                   მესამე დღის რეფლექსია
ნელ-ნელა ტრენინგის მიმართ ინტერესი იზრდება.ვიმუშავე სტანდარტისა და მიზნების შესაბამისობაზე,გავერკვიეთ საკვანძო კითხვების არსზე.გავარკვიეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ჩემი პროექტის თემაა ერთად მოვაპირკეთოთ ეზო და გამოვიყენოთ ფიგურის ფართობი.
ჩამოვაყალიბეთ ჩემი პროექტისათვის ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
პროექტის ზოგადი კითხვაა:
 1.რა არის ადგილი
თემატური კითხვა:
1.რა არის ადგილი მათემატიკაში?
2.რა არის ფართობი?
შინაარსობრივი კითხვები:
1.რა ერთეულებში იზომება ფართობი?
2. როგორ დავყო მართკუთხედი სამკუთხედებად?
რომელ ფიგურას მივიღებთ თუ სამკუთხედის ერთ გვერდს მივუდგმათ ამ გვერდის ტოლი გვერდის მქონე ოთხუთხედს?

ვიმუშავეთ წყვილებში შესაბამისი კითხვების შერჩევაზე.რომელიც დამეხმარა ჩემი პროექტისათვის შემერჩია კითხვები
ვიმუშავე ფურცლების შექმნაზე და გამოქვეყნებაზე, შევქმენი და გამოვქვეყნე.
მადლობა ჩვენს ტრენერს .

суббота, 28 июля 2018 г.

                                                     მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე უფრო საინტერესო იყო. უფრო დავრწმუნდი პროექტით სწავლების  აუცილებლობაში. დღეს გავეცანი სხვა პროექტებსაც. გავეცანი პუკლიკაციის აუცილებლობას. და ჩემი არჩეული თემის შესაბამისად დავამზადე საკუთარი პროექტის  ბუკლეტი. კიდევ ერთხელ მივუბრუნდით word-ის დოკუმენტში მუშაობას და ფურცლის გაფორმებას,
ვისწაავლეთ ბლოგზე გამოქვეყნებული დოკუმენტის კომენტირება. ჩემი შექმნილი ბუკლეტის დრაივზე აყვანა და ტრენერისათვის გადაგზავნა სხვადასხვა საჭიროების მიზნით. ჩემი მომზადებული ბუკლეტი მოვათავსე პროექტის დამხმარე საქაღლდეში.


воскресенье, 22 июля 2018 г.

                                               პირველი დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. გავეცანით მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან კურსს ინტელის პროექტებით სწავლება. განვიხელეთ 21 საუკუნის უნარები შევქმენით პორტფოლიო, გავნიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, ინტელის ვიუვერში მოთავსებული პროექტები ჯგუფებში ,განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, სანიმუშო პროექტები გავარჩიეთ და შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ პოსტის განთავსება ბლოგზე.
 დარწმუნებული ვარ ინტელის გამოყენება სასწავლო პროცესის დროს უფრო ნაყოფიერი იქნება